ტელ.: 595 98 63 63 ; 595 98 43 43 ელ. ფოსტა info@cheri.ge
img

ჩვენი სერვისები

img

გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერის მსგავსი კონსტრუქციები დიდი ხანია გამოიყენება და განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა დასავლეთ ევროპაში. მის მთავარ უპირატესობად მიიჩნეოდა  უსწორმასწორო ზედაპირის იდეალურ სისწორემდე მიყვანა. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გასაჭიმი ჭერის გამოყენება  არამხოლოდ სწორი ზედაპირის მისაღებად, არამედ სასურველი დიზაინის შესაქმნელადაც გამოიყენება. ის საშუალებას იძლევა დაიფაროს სხვადასხვა დეფექტები, ბზარები, "შეინიღბოს" ელექტროგაყვანილობები.

დღეს იგი მზადდება  ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, რომელიც გამოიყენება როგორც ძირითადი ოთახებისთვის, ასევე სველი წერტილებისა და აუზებისთვის.  მასზე მონტაჟდება ნებისმიერი ფორმის, ზომის და რაოდენობის განათება. 

გასაჭიმ ჭერებს ფერების ფართო არჩევანი გააჩნია. მათში გამოიყოფა ორი ძირითადი კატეგორია:  გლუვი  (ე.წ "მატოვი") და  პრიალა ზედაპირის მქონე. იგი ასევე გამოირჩევა წყალგაუმტარობით და სიმტკიცის მაღალი დონით, რაც გამორიცხავს მის გახევას. გასაჭიმი ჭერი არ იკრავს მტვერს და მარტივია მოსავლელად.

გასაჭიმი ჭერის ერთ-ერთი უპირატესობა მონტაჟის სისწრაფე და მოხერხებულობაა. სასურველი დიზაინის ჭერის მიღება სულ რაღაც 3-4 საათშია შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი მინიმალური დისკომფორტით მიიღწევა.